MARCO CLEAN პროექტის პარტნიორთა შეხვედრა

10 მარ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროექტის სახელწოდებით „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ - პარტნიორების შეხვედრა და ვორქშოფი გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.  

პროექტის ფარგლებში წყალმცენარეებზე ჩატარდება სიღრმისეული კვლევა შესაბამისი პროტოკოლებით და მონაცემთა მართვის პრაქტიკის გამოყენებით. გაუმჯობესდება პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიები და გაძლიერდება მკვლევარების შესაძლებლობები.

პროექტის მიზანია კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდა სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში.