10 მარ 2026
თურქეთის პრეზიდენტმა ირანი გააფრთხილა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა გაუმართლებელია და განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები არავის ეხმარება.
ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიური გზით შეძლოს ომის დასრულება. მანამდე თურქეთის მთავრობის სხდომაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გაფრთხილებების მიუხედავად ირანის მხრიდან უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.
ორშაბათს ნატოს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი მეორე ირანული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.თურქეთის თავდაცვის სამისტროს განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში და რაკეტსაწინააღმდეგოთავდაცვის გაზლიერების მიზნით ამერიკული პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა.