ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურის განცხადება

10 მარ 2026

ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური აცხადებს, რომ თეირანი არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ ტრანსპორტირებას, თუ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები გაგრძელდება.

ამ განცხადებამდე პრეზიდენტი ტრამპი ირანს გაცილებით უფრო ძლიერი დარტყმით დაემუქრა, თუ ირანი შეეცდება ტანკერების მოძრაობის დაბლოკვას ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიო ნავთობის მარაგის ერთ მეხუთედს ახორციელებს.

ომის გამო ჰორმუზის სრუტის გავლით უკვე კვირაზე მეტია  ვერ მოძრაობენ ტანკერები და მწარმოებლები იძულებულნი არიან შეწყვიტონ ნავთობის მიპოვება, რადგან ნავთობსაცავები ივსება.