10 მარ 2026
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა ცვლილება შეიტანეს პროგრამულ ბიუჯეტში. კონკრეტულად ბიუჯეტი, 4-მილიონ, 409-ათასი ლარით გაიზარდა და 105-მილიონ, 859-ათასი ლარი შეადგინა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზეც ისაუბრეს.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტს უკვე გადმოეცა 8-ერთეული ახალი ავტობუსი, საჭიროებიდან გამომდინარე დამატებით კიდევ 4-ერთეული ავტობუსის შეძენა იგეგმება.
ასევე ტურისტული სეზონის დაწყებამდე მუნიციპალურ ავტობუსებში დაინერგება საბარათე სისტემა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სტიქიით დაზარალებული 40 ოჯახი, საცხოვრებლის აღდგენა-გამაგრებისთვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკრეტულ დახმარებას მიიღებს, რომლის საერთო ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით 300-ათასი ლარია.