ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების მეთერთმეტე დღე

10 მარ 2026

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები უკვე მეთერთმეტე დღეა გრძელდება. თურქეთმა, ყატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ორშაბათს ირანული რაკეტების ჩაჭრის შესახებ განაცხადეს, ხოლო ისრაელმა სამ ირანულ ობიექტზე დარტყმების ტალღა დაიწყო.  

ისრაელში ირანული რაკეტების გაშვების შესახებ განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში, არაბთა გაერთიანებული საემიროების საკონსულოსთან ახლოს, მომხდარი აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძარია ასახული.  

ერაყის ქურთისტანის კონტრტერორისტულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე სამი დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან ერთ-ერთის ნამსხვრევები საკონსულოსთან ახლოს დაეცა.