ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

10 მარ 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის წინააღმდეგ დაწყებული ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ნაკლებად ვარაუდობს, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს განაახლებს და მანამდე გამართულ მოლაპარაკებებს „მწარე გამოცდილება“ უწოდა.

მოლაპარაკებების წინა რაუნდებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, აშშ-ის ქმედებებმა დიპლომატიური პროცესი შეარყია, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის ვაშინგტონთან შემდგომი დიალოგის ირანის დღის წესრიგში დაბრუნებას - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა  ჟურნალისტთან ინტერვიუში.

არაღჩიმ  შეერთებული შტატები და ისრაელი ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის შექმნაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ირანზე თავდასხმებმა რეგიონში ნავთობის წარმოება და ტრანსპორტირება შეაფერხა.