აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

12 ოქტ 2025

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან "პოზიტიური და პროდუქტიული" სატელეფონო საუბრისას მან განიხილა რუსეთის დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის სისტემაზე.