პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ სურსათის უვნებლობის პრაქტიკული სასწავლო კურსი დასრულდა

09 მარ 2026

სურსათის უვნებლობის პრაქტიკული სასწავლო კურსი პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ დასრულდა,  სტუდენტებს სერთიფიკატები დღეს გადაეცათ.  პროექტის მიზანი  პროფესიული სტუდენტებისთვის სურსათის უსაფრთხოების სისტემის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაა.  

კურსი   HACCP-ის შვიდი  პრინციპის დეტალურ შესწავლას, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, მონიტორინგის სისტემის მართვას, დოკუმენტაციის სწორად წარმოებასა და იმიტირებულ პრაქტიკულ ინსპექტირებებს მოიცავდა.

ერთთვიანი  პროგრამა შპს „საქართველოს ჰასპის ალიანსმა“ დააფინანსა  და კურსი  პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.