საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

09 მარ 2026

შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ვიზიტი საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობის საბოლოო გადატვირთვას და გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

მისი თქმით, ის საკითხები, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, დამატებით სამუშაო პროცესს საჭიროებს.