შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება

09 მარ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. 

შალვა პაპუაშვილის შეფასებით აღნიშნული ფაქტი არის საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმა, რაც მისი თქმით,  ჰიბრიდული ომის  პროპაგანდისტული მეთოდია.

შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ.  სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.