გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

08 მარ 2026

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. რამდენიმე საათია გამომძებელების შეკითხვებს პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.   უწყების მიერ  გუშინ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია, რომ    ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. კაპანაძე  პირველია ვინც უწყებაში გამოკითხვაზე დარჩა, რადგან მანამდე ამავე გამოძიების ფარგლებში დაბარებული თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდნენ.  გამოკითხვაზე  დაბარებული გივი თარგამაძეც, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.