რომის პაპის მოწოდება

08 მარ 2026

 
ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, დიალოგისთვის სივრცე უნდა გაიხსნას,- ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. რომის პაპის თქმით, ირანიდან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება. პონტიფიკოსმა მხარეებს ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული ლოცვის დროს, რომის პაპმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტი შიშსა და სიძულვილს აღვივებს და არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს, მათ შორის ლიბანი. პონტიფიკოსის თქმით, აუცილებელია, შეწყდეს დაბომბვა, რათა შეიქმნას სივრცე დიალოგისთვის.