ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოშია. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ლევან მახაშვილმა მათ გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები.
მაღალი დონის დელეგაციაშია ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი , ასევე სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა; პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი .
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.