ღია პირველობა ნიჩბოსნობაში

08 მარ 2026

 
აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ნიჩბოსნობის კლუბ ,,ბათუმის" პრეზიდენტის ედნარ ჩაზმავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაში 50-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, როგორც საქართველოდან ასევე უცხო ქვეყნებიდან. ახალგაზრდები სპორტულ მარათონში ორი დღის განმავლობაში იყვნენ ჩაბმული, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ედნარ ჩაზმავას სახელობის ტურნირი წელს აჭარის ნიჩბოსნობის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით პირველად ჩატარდა, სამომავლოდ იგეგმება ტურნირის ყოველწლიური გაგრძელება.