ირანის ულტიმატუმი აზერბაიჯანს

08 მარ 2026

 
ირანი აზერბაიჯანს ემუქრება. ირანის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ „აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს აგებინებს. ალი ლარიჯანის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ მისი არასწორი გათვლების შედეგია. მისივე თქმით ტრამპს ეგონა, რომ ვენესუელის მოდელის ირანში გამეორება შეეძლო, მაგრამ ახლა სტრატეგიულ ჩიხშია. ირანი უკან არ დაიხევს, ვიდრე „შურისძიება არ მოხდება და აგრესორი არ დაისჯება“.-აცხადებს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ტავმჯოდმარე. პარალელურად აზერბაიჯანთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა აშშ-ში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო, ირანის მიერ აზერბაიჯანზე 5 მარტს განხორციელებული თავდასხმა, აღნიშნა რომ „ეს დარტყმები აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ირანის აგრესიის უსაფუძვლო ესკალაციაა".