ვითარება ახლო აღმოსავლეთში

08 მარ 2026

 
ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მეორე კვირა ირანში. კომფლიქტის არეალი ფართოვდება. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში ,,ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს. ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი დაშავდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ,,ყუდსის ძალების“ წევრები ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ „ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების განსახორციელებლად“.ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ობიექტებიდან საწვავს ირანის სამხედრო სტრუქტურებს აწვდიდნენ. ამასთანავე, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა და ქალაქ მუჰარაქის უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა - ინფორმაციას ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეები მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ.ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ირანული დრონის დარტყმის შედეგად ქვეყანაში მდებარე წყლის გამტკნარების ქარხანას მატერიალური ზარალი მიადგა. დაპირისპირების პარალელურად ისრაელის პრემიერ მისინტრი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი კომპრომისების გარეშე გაგრძელდება და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.