08 მარ 2026
ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში დასრულებულია. დელეგაციის წევრები ვიზიტს აჯამებენ. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენა - როგორც ამბობენ, ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრაზე აყენებდა. შეხვედრები გაიმართა როგორც კონგრესში, ასევე სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაშიც.