ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

08 მარ 2026

ძლიერი აფეთქება ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.