08 მარ 2026
გამოკითხვები თბილისის საქალაქო სასამართლოში - მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი.
გუშინ საღამოს გამოიკითხა „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გუბაზ სანიკიძე, გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. საქმე გამოძიებას ეხება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“ გულისხმობს. მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.