პოლიტიკური განცხადებები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

10 ოქტ 2025

4 ოქტომბრის პროცესები იყო მთავარი თემა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გახარიას პარტიიდან ესწრებოდა.

აკაკი გვიანიძემ სოლიდარობა გამოუცხადა აქციაზე მყოფ და დაკავებულ ბათუმელ მედროშეს და 4 ოქტომბრის მოვლენებს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს 4 ოქტომბერს ჩადენილ უკანონო ქმედებებსა და რევოლუციურ სცენარს, რომელმაც მათივე თქმით, ხელისუფლება ვერა, თუმცა ოპოზიცია სრულად დაასრულა.