ქალთა კვირეული ქობულეთში

07 მარ 2026

„ეს ჩვენი ისტორიაა“ - ამ სახელწოდებით, დღეს ქობულეთის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქალთა კვირეულის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიებაზე 10 ყველასათვის ცნობილი ქობულეთელი ქალის ისტორიაზე ისაუბრეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და საარქივო მასალების გამოყენებით გააცოცხლეს.  კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის ხელოვნების ცენტრში ერთი კვირის განმავლობაში 3 საჯარო ღონისძიება მოეწყო, რომლის ორგანიზატორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა.