07 მარ 2026
აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ერთმანეთს 2010-11 წლებში დაბადებულები ეჯიბრებოდნენ გამოვლინდა პირველ ადგილზე გასული სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული აჭარის ნაკრები , რომელიც 16-17-18 მარტს მარნეულში საქართველოს გუნდურ პირველობაზე იასპარეზებენ.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები მედლებით თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. წელს პირველად აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით პირველი ადგილის მფლობელები ფულადი პრემიითაც დაჯილდოვდნენ. სპორტულ აქტივობაში სულ 27 მოჭიდავე მონაწილეობდა.