07 მარ 2026
„ნინა“ – დოკუმენტური ფილმი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, გადაღებულია საქართველოსა და აჭარის სახალხო არტისტზე, ქართული თეატრის ისტორიაში გამორჩეულ მსახიობზე ნუნუ თეთრაძეზე.
ფილმის რეჟისორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პროექციის“ ავტორი და წამყვანი ზვიად სირაბიძეა.
გადაღებების ძირითადი ლოკაცია ბათუმი იყო, ადგილი, სადაც ფილმის გმირმა მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი გაატარა. დოკუმენტური ფილმის გადაღებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ნუნუ თეთრაძის შთამომავლები, მასთან დაახლოებული პირები და ხელოვნებათმცოდნეები. ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს “შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის” ფარგლებში მოამზადა.