ტრამპი ირანის წინააღმდეგ ძლიერ შეტევას აანონსებს

07 მარ 2026

მეზობელი ქვეყნების მიმართ ირანის პრეზიდენტის ბოდიშს მალევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან აღნიშნა, რომ თეირანის დაპირება „მეზობლებზე თავდასხმების შეწყვეტის“ შესახებ გაკეთდა ისრაელისა და აშშ-ის შეუჩერებელი თავდასხმების ფონზე. ამავე დროს, ტრამპმა  ირანზე ძლიერი სამხედრო დარტყმების ახალი ტალღა დაანონსა.