შეხვედრა სტარტაპერებთან

07 მარ 2026

სტარტაპებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა, შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს  ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით.