ჟიული შარტავა 82 წლის გახდებოდა

07 მარ 2026

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს  82 წელი შეუსრულდებოდა. მის  ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წევრებმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად.   საქართველოს ეროვნული გმირი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.