გაერო მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდებს

07 მარ 2026

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ.
გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. გუტერეშის თქმით, ახლა დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია.