07 მარ 2026
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავს. აშშ-ის სახაზინო მდივნის განმარტებით, უამრავი ტანკერია სანქციების გამო გაჩერებული და ეს სანქციები თუ მოიხსნება, ნავთობი ბაზარზე გამოვა და გლობალური მიწოდება გაიზრდება.
ბესენტმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აფასებს სიტუაციას და უახლოეს კვირებში გზის გახსნა მოსალოდნელია.