07 მარ 2026
ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამით ხარკოვს შეუტიეს. თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანებულია მრავალბინიანი კორპუსი.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიება. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დონეცკის ოლქს ეწვია და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის მიმართულების დაცვისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.