ეუთო,ოდირის განცხადება - შეფასება

07 მარ 2026

შეფასებების თემაა ეუთო/ოდირის განცხადება საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობის შესახებ. საუბარია გრანტებთან დაკავშირებულ კანონზე, რომელიც ეუთო-ოდირის შეფასებით, ზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას. 
ორგანიზაციის შეფასებით, ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების უფლებებზე და მკვეთრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ცნობისთვის, ახალი რედაქციით გრანტად მიიჩნევა უცხოეთიდან ნებისმიერი პირისთვის გადაცემული ფინანსები, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ პირი გრანტს კანონის გვერდის ავლით მიიღებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამასთან რვა წლით აეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ყველას, ვინც უმეტესწილად  უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს