10 ოქტ 2025
თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნილია. გამოძიებას დაკავებული ჰყავს ბრალდებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 2 პირს, მომხდარის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.