07 მარ 2026
ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.