საიუბილეო ღონისძიება

07 მარ 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძებაზე  სააგენტოს მიღეწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, აღნიშნეს რომ  რეფორმის ფარგლებში სააგენტომ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებულ ეფექტიან სისტემას და შეცვალა წლების განმავლობაში მოქმედი გაწვევის მოძველებული მოდელი.
მინისტრის მოადგილემ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით ჩარიცხვის მსურველთა მზარდ  რაოდენობაზე ისაუბრა .  გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მაღალი მზადყოფნის მქონე რეზერვის მყარ საფუძველს ქმნის.