07 მარ 2026
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან– თბილისის მიმართულებით დღეს 23:00 საათზე. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს.