ირანის პასუხი ტრამპს

07 მარ 2026

გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.
ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.