გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო

10 ოქტ 2025

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ტრაპანის“ ესტუმრა და 84:78 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 9 ქულა და 3 მოხსნა შესძინა.

ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოთხიდან ორი ორქულიანი გამოიყენა, ხოლო 5 ქულა საჯარიმო ტყორცნებით მოაგროვა.

„ტენერიფესა“ და „ტრაპანის“ გარდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ტოფასი“ და „ბნეი ჰერჟლიაც“ გამოდიან.

მომდევნო მატჩს გიორგი შერმადინის გუნდი „ბნეი ჰერჟლია“ წინააღმდეგ გამართავს.