ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება - ცოტნე ანანიძე

06 მარ 2026

ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, ოპოზიცია ამ ქმედებისთვის სწორედ ხალხისგან მიიღებს პასუხს.

„ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება. როცა პოლიტიკური მიზნებისთვის ხალხის თავისუფალ გადაადგილებას საფრთხეს უქმნი, პასუხს სწორედ ამ ხალხისგან მიიღებ“, - წერს ანანიძე.