06 მარ 2026
დედისა და ქალთა დღის კვირეულის ფარგლებში კონცერტი გაიმართა დღეს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში.
კონცერტში ნუგზარ ერგემლიძე, ზაალ დევაძე, ელგუჯა ჭელიძე და ასევე ადგილობრივი როგოც მუსიკალური, ისე ქორეოგრაფიული ჯგუფები მონაწილეობდნენ.
მათ შორის ანსამბლი „ათძალი“, უხუცესთა ანსამბლი „ეპოქა“ , „კოლხეთი" ,ჯგუფი „ჰარმონია“ და სხვა.
ღონისძიების მიზანი, სადღესასწაულო თარიღების აღნიშვნის გარდა ხელვაჩაურში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერაა. ღონისძიებას ზურაბ ცინცქილაძე უძღვებოდა.