საქსტატი: 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

06 მარ 2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია.