06 მარ 2026
პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ტურნირში 27 ქვეყნის 300-ამდე დელეგატი, მათ შორის 193 პარაათლეტი - 126 კაცი, 67 ქალი სპორტსმენი - მონაწილეობს.
ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას 29 პარაძალოსანი დაიცავს. ღონისზიება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ევროპის ღია ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.