ზელენსკის და ორბანის განცხადებები

06 მარ 2026

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ის ევროპის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი მილსადენ „დრუჟბას“ არ აღადგენს, რომელიც უნგრეთს რუსული ნავთობით ამარაგებს.

მისი მტკიცებით, მილსადენ „დრუჟბას“ ტექნიკური პრობლემები არ აქვს და მისი შეჩერების მიზეზი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, არ აპირებს დაემორჩილოს ევროპის გადაწყვეტილებას რუსულ ენერგომომარაგებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, მაშინ ვიქტორ ორბანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს.