საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

06 მარ 2026

ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. მოქალაქეებს შეფერხება ახლო აღმოსავლეთის ავიახაზების შეფერხების გამო შეექმნათ.  

ხათუნა თორთლაძის თქმით, ამ ეტაპზე საფრთხის  რისკი ტაილანდში არ არის, მაგრამ უწყება მოქალაქეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მუშაობს.

მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ურჩევს მოხდინონ კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან და იმ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებმაც მათი მგზავრობა უზრუნველყვეს.