ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება

06 მარ 2026

ისრაელმა, კონფლიქტში „ჰეზბოლას” ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყვნენ ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურები, ელიტური რადვანის ძალების წევრები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და მათი ინფრასტრუქტურა.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ  სამხრეთ ლიბანში ევაკუირებულია დაახლოებით 420 ათასი ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე.  მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას  მოუწოდა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები  და მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადასულიყვნენ.