06 მარ 2026
11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პირს, რომელსაც თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედება ედებოდა ბრალად.
პროკურატურის ინფორმაციით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.