თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი დასრულდა

06 მარ 2026

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას.

მონაწილეებმა ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა  მოდული გაიარეს.

მათ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ფართო შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაცნობითი ვიზიტებით სტუმრობის შესაძლებლობა ჰქონდათ.