"ხალხის ძალის" შეხვედრა საკრებულოების ფრაქციების წევრებთან

06 მარ 2026

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად გაიმართა ქვემო ქართლის შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან.

განიხილეს ორი მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.