საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში - შეფასებები

06 მარ 2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს და დელეგაციის შემადგენლობას იწუნებს საპარლამენტო ოპოზიცია.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის დაპირება წელიწადზე მეტია არსებობს, თუმცა შედეგი - არა. 

ვიზიტის შედეგიანობაზე უკვე საუბრობენ მმართველ გუნდში. ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის გადატვირთვის მცდელობა და მეგობრული ურთიერთობის დადასტურება.