06 მარ 2026
ისრაელში ალ-აქსა და სხვა წმინდა ადგილები მლოცველებისთვის დაიხურა. რამადანში, პირველად, მორწმუნეები ვერ შეძლებენ ალ-აქსას მეჩეთში ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის აღნიშვნას, რადგან ისრაელმა ირანთან მიმდინარე ომის გამო, იერუსალიმის წმინდა ადგილები დახურა.
ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დახურვის მიზეზად ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები დაასახელა.
ისრაელის პოლიციის ცნობით, იერუსალიმის წმინდა ადგილები ომის დაწყებიდანვე დაიხურა როგორც მორწმუნეებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.