06 მარ 2026
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასკატიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა. 170-მდე მოქალაქე სამშობლოში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისით დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.