06 მარ 2026
ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე „ელიტ-ელექტრონიქსი“-ს მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 ლეპტოპი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალევე დააკავა.
პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.